8 ოქტომბერს საპარლამენტო, გამგებლებისა და მერების ასევე საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართება.
გადაწყვეტილება საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩანიშვნის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცესკოს სხდომაზე მიიღეს.
მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს შუალედური არჩევნები 7 ოლქის 106 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ამომრჩეველი დამატებით ბიულეტინს წალკაში, ჭიათურაში, აბაშაში, კრწანისში, ისანში, გლდანში და ზუგდიდში მიიღებენ.