კანდიდატების ათეული და ახალი სახეები წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისში. გუნდის წარდგენისას პარტიის ლიდერებმა საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრეს.
მათ შეკრებილებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს.
დავით ბაქრაძის თქმით, მათი მთავარი საზრუნავი ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დამარცხება, სამუშაო ადგილების შექმნა და პენსიების ზრდა იქნება.
"ჩვენ გვაქვს პროგრამების წარდგენა და მნიშვნელოვანია რომ ქუთაისის ამომრჩეველს მიავაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია," - განაცხადა სერგო რატიანმა.