19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ძებნიდან მეოთხე დღე - მშობლები დაკარგულ შვილებს ზღვის ნაპირთან ელოდებიან

ძებნის ოპერაციიდან მეოთხე უშედეგო დღე - გონიოში სამაშველო სამუშაოები ამ ეტაპზე უკვე შეწყვეტილია.

სამუშაოები დილიდან განახლდება და მყვინთავებთან ერთად მასში თურქული ხომალდიც მიიღებს მონაწილეობას რომელიც სპეციალური ტექნიკით არის აღჭურვილი.

ავიაციისა და საზღვაო ძალების ერთობლივმა მუშაობამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

სწავლების დროს დაკარგული კურსანტების მშობლები კი ისევ გონიოს სანაპიროზე ელოდებიან ინფორმაციას ზღვაში დაკარგული შვილების შესახებ.

გონიოში დღის ბოლოს ჩავიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია. მინისტრი აცხადებს, რომ თურქული ხომალდი ხვალ დილიდან ჩაერთვება სამაშველო სამუშაოებში, რომელში მონაწილეობას თავადაც მიიღებს. 

დღეს გონიოში ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და დაკარგულთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ. 

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები