19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
პედაგოგებისთვის საკვალიფიკაციო ტესტირება შეიძლება, გაუქმდეს

პედაგოგების საკვალიფიკაციო ტესტირება შესაძლოა, გაუქმდეს. პრემიერ-მინისტრი ახალ ინიციატივას განათლების სიტემის ძირეულ რეფორმას უკავშირებს.

მთავრობის მეთაურის წინადადებას უმრავლესობაც იზიარებს იმ მოტივით, რომ არ შეიძლება, მასწავლებლები მუდმივი გამოცდების რეჟიმში იმყოფებოდნენ. 

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ განათლების სამინისტროში. თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, გამოცდებზე ჩაჭრილ პედაგოგებს სისტემის დატოვება არ მოუწევთ.

დაანონსებულ ცვლილებებსა და პრემიერ-მინისტრის განცხადებას "წინასაარჩევნო პოპულიზმს" უწოდებს პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მსგავსი დაპირება ქართული ოცნებისგან წინა არჩევნების დროსაც ახსოვთ.

სკოლის პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდების გავლა 2010 წლიდან უწევთ. შედეგები მათ ხელფასზე აისახება.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები