რუსთავი2 არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მიმართავს.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვების პირობები, ტექნიკური სტანდარტები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთათვის აქვეყნებს წინასაარჩევნო რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დროის ათვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია რუსთავი2-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – „არჩვნები 2016“.