მთავრობის კანცელარიასთან მესამე სექტორმა აქცია გამართა. მოძრაობა თეთრი ხმაური პრემიერ-მინისტრს მიმართავს და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის დროულ გამოძიებას ითხოვს.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქცია ამ დროისთვის დასრულდა. თეთრი ხმაური ორშაბათს პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადების შეტანას გეგმავს.
წერილის თანახმად, მათ 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. ეს მოთხოვნებია: პასუხისგებაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე, ასევე თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის და დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
„სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ადამიანების დატერორება იმ ნარკოპოლიტიკით, რომელიც არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ შეიწირა ადამიანის სიცოცხლე,“ - განაცხადა კავშირ საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ.
მთავრობის კანცელარიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პარლამენტის დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.
„შანტაჟმა და შანტაჟზე აგებულმა სისტემა მოკლა სტურუა. წარმოუდგენელია, რომ გულგრილი იყო ამის მიმართ. რა თქმა უნდა, ცუდად მიდის გამოძიება,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
აქციის გამართავს მესამე სექტორი დღეს სამტრედიაშიც გეგმავს. აქცია დღეს, 18: საათზე გაიმართება.