პავლოვზე ხეების ჭრას და მერიასთან მიმდინარე აქციას თბილისის მერი ეხმაურება. დავით ნარმანიას განმარტებით, 10 დღის განმავლობაში პროცესები შეჩერებულია და დაგეგმილია ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები.
მერის განცხადებით, იმ პირების შესახებ, რომელიც პროცესში მონაწილეობდნენ, დასკვნებს საგამოძიებო უწყებები დადებენ, თავად მერიამ კი პროკურატურას ყველა საჭირო მასალა და ინფორმაცია მიაწოდა.
„მე გუშინ მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომი 10 დღის განმავლობაში მორატორიუმის გამოცხადებას ქალაქში ხეების მოჭრაზე. ამ 10 დღის განმავლობაში, ჩვენ ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პირთან ერთად დავსხდებით, რათა კიდევ ერთხელ გადავხედოთ გამწვანების და ხეების ფორმირებასთან და ა.შ. დაკავშირებულ იმ წესებს, რაც დღეს ქალაქში გვაქვს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატების ინიციატივას ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკრებულოში მისვლას არ აპირებს.