ორთაჭალაში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა დედაქალაქის მერმა.
პროექტის დასრულება და მაცხოვრებლების კვლავ შესახლება ორი თვის შემდეგ მოხდება. სარეაბილიტაციო საცხოვრებელში სულ 17 ოჯახია რეგისტრირებული.
„წლების განმავლობაში დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული გამაგრება მოხდა. მოეწყო მიწისქვეშა წყლის სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში აზიანებდა ამ შენობას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.