19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
შიმშილობის მეოთხე დღე - პარტიზანი მებაღეების დამფუძნებელი თბილისის მერიასთან პროტესტს განაგრძობს

შიმშილობის მეოთხე დღე - პარტიზანი მებაღეების დამფუძნებელი თბილისის მერიასთან პროტესტს განაგრძობს.

ნატა ფერაძის განმარტებით, შიმშილობას განაგრძობს, ვიდრე თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსი და მოადგილე არ გადადგებიან.

ბუნებისდამცველის განცხადებით, ყაზბეგის გამზირზე 45 ხის გაჩეხვის ნებართვის გაცემისთვის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ის ასევე აცხადებს. რომ ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

„აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. ეს არ არის მარტო პავლოვის ქუჩ ის პროტესტი. ისევ მოვითხოვ გადაყენებას ამ სამსახურის უფროსების,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

დღის ამბები