19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ადიგენის მოსახლეობა დამწვარი სკოლის აღდგენას ითხოვს

ადიგენის რაიონის სამი სოფლის მოსახელობა დახმარებას ითხოვს. ბავშვები განათლებას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში იღებენ. სკოლის შენობა ადიგენში შარშან დაიწვა.

ოჯახმა საცხოვრებლის მეორე სართული სკოლას უსასყიდლოდ რამდენიმე თვით დაუთმო, თუმცა სკოლა არც ერთი სრული სასწავლო წლის შემდეგ აშენებულა.

ხელისუფლების ინფორმაციით, შენობის პროექტი დამტკიცებულია, თუმცა თანხები გამოყოფილი ამ დრომდე არ არის.

დღის ამბები