აქცია გაიმართა სამეგრელოში, სადაც სოფელ მარნის მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებდა.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელში მისასვლელი გზის მოწყობის თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია და დასახლებამდე მისვლას სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც ვერ ახერხებენ.
შეკრებაზე იმყოფებოდა გამგებელი. მისი განცხადებით, გზა მომავალ წელს შეკეთდება.