19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ოზურგეთში 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

32 წლის პაატა ცერცვაძე ავარიულ შენობაში, მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, უკვე მრავალი წელია, ცხოვრობს. დაზიანებული სახურავის შედეგად უამინდობის დროს სახლში წვიმის წყალი ჩადის, რაც საცხოვრებლად ისედაც გაუსაძლის პირობებს კიდევ უფრო აუარესებს.

იქ, სადაც ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს, იატაკი დამპალი და ჩანგრეულია, კედლები ავარიულია, კარ-ფანჯარა კი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს.

ცერცვაძეების გარდა, მსგავს პირობებში ცხოვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ 18 ოჯახს უწევს.

სოფელ მერიაში 1950-იან წლებში აშენებული სამხედრო დასახლება დღეს ათეულობით ადამიანის სახლია, სადაც არც წყლის და არც კანალიზაციის სისტემა არ ფუნქციონირებს.

 

 

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი

დღის ამბები