აქცია იმერეთში გვიან ღამემდე გაგრძელდა. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამოძიების მოთხოვნით გუშინ დაწყებული აქციის მონაწილეები ხელახლა მას შემდეგ შეიკრიბენენ, რაც პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი სოფრომაძე ჯერ სამტრედიის განყოფილებაში, შემდეგ კი ქუთაისის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანა. სამართალდამცველების მტკიცებით, სოფრომაძე დაკავებული არ იყო და განყოფილებაში მხოლოდ ჩვენების მისაცემად იყო გადაყვანილი, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე საბოლოოდ უარი განაცხადა. მოგვიანებით ახალგაზრდა მამაკაცმა ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა იმის დასადასტურებლად, იყო თუ არა მის სხეულზე დაზიანება. პროცედურის შემდეგ მან ტეროტრია დატოვა.