"გზა სოხუმისკენ" - აქცია სამეგრელოში. ახალგაზრდულმა მოძრაობამ საქართველო ერთგულების სახელით ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია შემოიარეს. 500-მდე მანქანამ ოკუპანტების საგუშაგოების მახლობლად ბანერებითა და დროშებით ჩაიარა.
მსვლელობა ორ ნაკადად მიმდინარეობდა და ის სიმბოლურად ანაკლიის ხიდზე დასრულდა. ახალგაზრდული მოძრაობა ანალოგიური აქციის გამართავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სიახლოვესაც აპირებს.