ლეგენდარული როკჯგუფის SCORPIONS-ის კონცერტი Black Sea Arena-ზე. თითქმის ორ საათიანი საღამოს განმავლობაში გერმანულმა ჯგუფმა შეკრებილებს ცნობილი ჰიტები წარმოუდგინა. Scorpions-ის ცნობილ სიმღერაზე wind of change მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა.
კონცერტს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. წარმოდგენის დასასრულს, ჯგუფის წევრებმა მაყურებლის მიერ მიწოდებული საქართველოს დროშა მოიხვიეს, რასაც ოვაციები მოჰყვა. Scorpions საქართველოში 50 წლის საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. საქართველომდე მათ კონცერტები გერმანიაში, საფრანგეთში, ფინეთსა და ჩინეთში ჰქონდათ.