უკვე მეშვიდე დღეა გონიოში დაკარგულ კურსანტებს ეძებენ. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია სპეციალურად აღჭურვილი თურქული გემი, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის იროკეზის ტიპის შვეულმფრენი.
რა გახდა შავ ზღვაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით ისევ უცნობია.
სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.