19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თბილისის მერი საკრებულოში დაიბარეს - ნატა ფერაძე მერიასთან აქციას განაგრძობს

თბილისის მერი ოპოზიციამ ხუთშაბათს საკრებულოში დაიბარა, სხდომაზე დასწრებას გეგმავს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძეც. ის ამბობს, რომ მერთან კითხვები აქვს. ფერაძე ამ დრომდე აგრძელებს შიმშილობას თბილისის მერიასთან.

უკვე მეექვსე დღეა ის თბილისის მერიასთან იმყოფება და თბილისში 45 ხის უკანონო მოჭრის გამო, დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს. 

"მადლობა დეპუტატებს, რომ ზრუნავენ ჩემზე და უნდათ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ეს შეუძლებელია. მიხარია, რომ შეგროვდა ხმები და ნარმანიას მოუწევს უპასუხოს კითხვებს. არ ვიცი როგორი იქნება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიდი სურვილი მაქვს დავესწრო ამ სხდომას,"- აცხადებს ნატა ფერაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები