19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
აღკვეთილი ტერაქტი - "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ტერორისტებს კავშირი უკრაინასთან აქვთ

სუს-მა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა, ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ტერორისტი უკრაინაში ხშირად ჩადიოდა. 

ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ გამოძიებამ დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიპოვოს. 

"ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ და ხშირად ახდენენ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ უწყების კარგმა მუშაობამ განაპირობა ასეთი ძალიან სახიფათო ტერორისტული აქტის აღკვეთა. გამოძიებას მოუწევს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, მათ შორის იყო საუბარი რომ ერთ-ერთ ტერორისტს კავშირი ჰქონდა უკრაინასთან და ხშირად მიდიოდა-მოდიოდა. ვინარჩუნებ პოლიტიკურ კორექტულობას,"- აცხადებს სესიაშვილი. 

ტერორისტისა და უკრაინის კავშირზე საუბრობს გია ვოლსკი.

"უკრაინაში მოძრაობდა ადამიანი, გიდასტურებენ, გეუბნებიან, რომ კი ჰქონდა ურთიერთობა უკრაინასთან. ამასთანავე გამოვლენილია ძალიან მსხვილმასშტაბიანი ტერორისტული აქტის ჩატარების მცდელობა. ეს არის ფაქტი. ვის სად უნდა ყურადღების გადატანა, ეს მეორე საკითხია,"- აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები