საქართველოში ტეროტისტული აქტი აღკვეთეს - დაკავებულია 7 პირი. სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურას შუამდგომლობა დაკავებულთათვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ზუსტად ერთ საათშია დაგგემილი.
რამდენადაც ცნობილია, ბრალდება ყველა მათგანისთვის ითხოვს პატიმრობას.
სავარაუდოდ, ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები და ისინი მოითხოვენ ყველას მიმართ არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას.
თავად დაკავებულთა ახლობლები მათ ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულების გარშემო, ბოლო პერიოდში საეჭვო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად, მათ უთვალთვალებდნენ და ადგილი გარკვეულ მუქარასაც ჰქონდა.
„სრული აბსურდია, ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს კონკრეტულად ირაკლის, არც ზებოს. ეს არ ვიცი რით უნდა იყოს გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ცუდი და ბინძური თამაშია. საეჭვოდ უთვალთვალებდნენ, დაყვებოდნენ მანქანით. ხშირად ამბობდა, რომ გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, იყო გაფრთხილებები. ინფორმაციები მოდიოდა, რომ ფორმა გიახადეო ეუბნებოდნენ და უკრაინასთან ურთიერთობას დაანებე თავიო. ირაკლიც და ვოვაც ეხმარებოდნენ და აგროვებდნენ ფორმებს და რაღაცეებს და უკრაინაში ჯარისკაცებს უგზავნიდნენ. ამასთან დაკავშირებით პრობლემები ქონდათ, “ - განაცხადა ერთერთი დაკავებულის ახლობელმა.
დაკავების აბსურდულობაზე საუბრობენ პატრულის დაკავევუბული თანამშრომლის ლევან მამფორიას ახლობლებიც. ისინი აცხადებენ, რომ მისი დაკავება მის არასამუშაო დღეს მოხდა.
„ედავებიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც გულისხმობს ფაქტის დამალვას. ამ წუთას ჩვენ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ველოდებით სასამართლოს, რომელიც დღეს 4 საათზეა ჩანიშნული თბილისში და მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც ვერაფერი აღმოაჩინეს,“ - განაცხადა ლევან მამფორიას ახლობელმა.