19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
სამხედროების ოჯახების წევრები საძიებო ოპერაციაში კერძო მყვინთავების ჩართვას მოითხოვენ

გონიოს სანაპიროსთან გაუჩინარებული სამხედროების ოჯახების წევრები საძიებო ოპერაციაში კერძო მყვინთავების ჩართვას მოითხოვენ. მათ ოფიციალური ოპერაციის შედეგიანად დასრულების იმედი აღარ აქვთ და ამ ეტაპზე საქმეში კერძო სპეციალისტების ჩასართავად სპეციალური უწყებების ნებართვას ითხოვენ. საქმეში სპეციალურად აღჭურვილი თურქული გემი ჩართვის მიუხედავად გონიოში დაკარგულ მყვინთავებს კვლავ უშედეგოდ ეძებენ. დაკარგულების ოჯახების წევრები ამ დრომდე სანაპიროზე არიან შეკრებილი.

“დათანხმდნენ ამ ჯგუფს, თვითონ "ვადალაზები" არიან, რომელსაც შეუძლია სიღრმეში ჩასვლა, რომელსაც აქვს ყველანაირი აღჭურვილობა. მინდა რომ მისცენ თანხმობა, გამინაწილონ ეს ჯგუფები, ამან ეძებეს ამ ადგილას, უკვე მესამე დღეა უშედეგოდ და მოძებნონ ამის იქეთ მარცხენა სანაპიროზე, ჭოროხთან, ჭოროხის შესართავთან რის 700 მეტრი სიღრმე, ეს ჩემი მკვდარი შვილი, უბედური შვილი იქ რომ ჩამიგდოს ვერასოდეს ვეღარ ვნახავ,“ - განაცხადა დაკარგული სამხედროს იაგო შარაძის დედამ ელენე მაკრიდისმა.

გარდა ამისა, იაგო შარაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს ხელფასის ის რაოდენობა ჩაურიცხეს, რაც 16 აგვისტომდე იყო განსაზღვრული, ხოლო იმ დღეების ხელფასი, რაც კურსანტი დაკარგულად ითვლება, დააკლეს.  

“იაგოს შვილებს აართვეს ლუკმა პური და ამ დროს, ჯერ არც საბუთი არ აქვთ, რომ იაგო დაიკარგა, არც ის საბუთი, რომ მოკვდა. ბუღალტერი აკეთებს საქმეს, როცა ხელფასის დრო არის ერთი კვირით ადრე და რა იცოდნენ რომ იაგო იხრჩობოდა. ან რა სისულელე რა უპატრონო ქვეყანაში ვართ, ადამიანი არც მკვდარი, არც არაფერი და ხელფასი არის ნაკლები. მე ფულის გამო კი არ ვიძახი, უბრალოდ ეს არის უყურადღებობა,“ - აღნიშნა  იაგო შარაძის დამ თამარ შარაძემ.               

დღის ამბები