19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ტერაქტის მომზადების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჰოსპიტალში ომბუდსმენის წარმომადგენლებმა მოინახულეს

ბლექველის ჰოსპიტალში მოთავსებული სუს-ის მიერ ერთ-ერთი დაკავებული გვიან საღამოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი თქმით, ომბუდსმენის აპარატი საქმის მონიტორინგს განაგრძობს.

ბექაურს გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას თავის ტვინის ღია ტრავმა და იმპრესიული მოტეხილობა აღენიშნებოდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ დაზიანება ბექაურმა დაკავებისას მიიღო, როდესაც მან გაქცევა სცადა და კატეგორიულად უარყოფენ ბექაურის ოჯახის წევრების ვარაუდს, თითქოს ბექაური დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას სცემეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები