19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"ამის მიზანი იყო, რომ ეს დაუკავშირონ უკრაინას, ოდესას და იქ ვიღაც-ვიღაცეებს“ - თორნიკე შარაშენიძე

აღკვეთილი ტერაქტის საქმე - თემას ანალიტიკოსები ეხმაურებიან. მათი ნაწილი საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ეჭვით უყურებს.

ექსპერტების მტკიცებით, ჩადენილი დანაშული არა ტერაქტი, არამედ დივერსიაა და არ გამორიცხავენ, რომ ამ კონკრეტული მუხლით საქმის აღძვრა მიზანმიმართულად უკრაინული კვალის გამო კეთდება.

ყველაფერ ამას კი ანალიტიკოსები, პირველ რიგში, საქართველოსთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

„რატომ დაერქვა ამას ტერაქტი საინტერესოა. ჯერ ერთი არც მომხდარა. ამით მოხდა ის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეები გამოვაცხადეთ ტერორისტებად, მაშინ როდესაც ჩვენ თავი მოგვაქვს იმით, რომ ვართ უსაფრთხო ქვეყანა და ეს ბუნებრივია კითხვებს გააჩენს. ამის მიზანი იყო, რომ ეს დაუკავშირონ უკრაინას, ოდესას და იქ ვიღაც ვიღაცეებს, ეს ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, თორნიკე შარაშენიძემ.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი ნოდარ ხარშილაძეც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფაქტს, ტერორიზმი ვერ დაერქმევა.

„თავისი პოლიტიკური მოკლევადიანი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, სტრატეგიულ პარტნიორთან გვიფუჭებენ ურთიერთობას,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დღის ამბები