რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანული კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში არის კითხვები ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ პროცესებზეც.
გამოკითხულთა 87.2% აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებული დავის შესახებ სმენია.
12.8%-მა აღნიშნული დავის შესახებ არ იცის.
გამოკითხულთა 40.3% პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეტევა მედიის დამოუკიდებლობაზე;
23.3%-ის აზრით, ეს არის კერძო დავა ორ მხარეს შორის.
ორივე ერთად - აცხადებს გამოკითხულთა 17.9%