ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში - ამ საკითხზე Courtyard Marriott-ში კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. მთავარ მომხსენებლად შეხვედრაზე ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლელვარი იყო მიწვეული.
„ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ისე რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კონფერენცია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.