19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიათურაში რეაბილიტირებული სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიათურაში რეაბილიტირებული სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა.

ჭიათურის განახლებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 57 თანამშრომელი იმუშავებს. შს მინისტრი მეხანძრე-მაშველებს გაესაუბრა და ახალ სამუშაო გარემოში წარმატებები უსურვა.

დღის ამბები