19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბექაური საავადმყოფოში რჩება - ახლობლები მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბექა ბექაურის აღმკვეთ ღონისძიებას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს. ეს არის ერთადერთი ბრალდებული, რომელიც გუშინდელ პროცესს არ დასწრებია, რადგან იმ დროისთვის მას ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ ის სამართალდამცავების მიერ იქნა ნაცემი. ბექა ბეაქური ასევე ერთადერთია, რომელიც აღიარებს ბრალს. ასევე ოჯახის წევრების თქმით, ბექაურის ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.  

“ექიმმა როგორც მითხრა, უკვე სტაბილური მდგომარეობა არისო, კონტაქტზე გამოვიდა. რა სიმძიმის ოპერაციაც გაიკეთა, იმასთან შედარებით კარგად მიაჩნია. ბავშვიც ხვდება, რომ ეს დაკავების პროცესში არ არის მიღებული, რა ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ და რა ათქმევინეს, სანამ თავიც არ გაუტეხეს მანამდე. ხელიც მოტეხილი აქვს თურმე. ყველანაირი დაზიანება აქვს მიღებული. იძახიან, რომ ყველაფერი თავის თავზე აიღოო, ახლა თავს რომ გაუტეხავ ადამიანს და უკვე ბოლო წუთებში რასაც ეტყვი, არ შეიძლება თქვა ან არ თქვა“ - განაცხადა ბექა ბექაურის დეიდამ, მზიანა სუბელიანმა.        

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები