19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"დავით ნარმანიას საკრებულოში მოსვლა კანონის შესაბამისადაც არის სავალდებულო" - ირაკლი აბესაძე

მოჭრილი ხეები ყაზბეგის გამზირზე - მერიასთან პროტესტის პარალელურად, ოპოზიციის წევრები საკრებულოში დავით ნარმანიას მისვლას ითხოვენ, რათა მან დროულად გასცეს ამ თემის გარშემო დაგროვილ სხვადასხვა კითხვას პასუხი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების წევრის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მერის მხრიდან საკრებულოში მისვლა უკვე დაანონსებულია და ის აუცილებად გასცემს ყველა კითხვას პასუხს.

„დაანონსებულია უკვე მერის მხრიდან, რომ ის უცილებლად მოვა საკრებულოში, რათა ყველა კითხვას გასცეს პასუხი. შესაბამისად, ამ დღეების განმავლობაში, ერთობლივი კონსულტაციის შედეგად შეირჩევა თარიღი თუ როდის გაიმართება საკრებულოს სხდომა და შესაბამისად იქნება გაცემული ყველანაირ კითხვაზე პასუხი. ამ დღეების განმავლობაში აქტიურად იქნება თბილისის მერიაში მერთან და მთავრობის წევრებთან და ასევე საკრებულოს აქტიური მონაწილეობთ, შეხვედრები შემდგომ რეგულაციებთან დაკავშირებით, რათა არ იყოს მომავალში გარკვეული პრობლემები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საკრებულოს ნაციონალური მოძაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა კანონის შესაბამისად სავალდებულოა.

“გამწვანება არ არის გამონაკლისი სფერო, სადაც უპასუხისმგებლობა ხშირ შემთხვევაში კორუფციაც, თბილისის მერიის მხრიდან, იძლევა ძალიან მძიმე სავალალო შედეგებს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, დავით ნარმანიას საკრებულოში მოსვლა კანონის შესაბამისადაც არის სავალდებულო და აუცილებელი იმისთვის, რომ მოქალაქეები გაერკვნენ აპირებს ის იყოს თუ არა ქალაქის ხელისულება და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები თუ მუდმივად უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას და ხელი უნდა გაიშვიროს გარეშე პირებისკენ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები