19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მოჭრილი ხეები - დედაქალაქის მერი საკრებულოში მისვლას გეგმავს

მოჭრილი ხეები ყაზბეგის გამზირზე - ოპოზიციის მიერ საკრებულოში დაბარებული დავით ნარმანია, კანონმდებლობის შესაბამისად, უწყებაში კვირის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს. მერმა საკრებულოს დეპუტატების კითხვებს უნდა გასცეს პასუხები.

დედაქალაქის მერი მზად არის მივიდეს საკრებულოში, თუმცა, მისი განცხადებით, მანამდე შეხვედრა გაიმართება გამწვანების საქალაქო სამსახურის ხემძღვანელობასთან.

„შეხვდებიან ამ დღეებში და გაივლიან ყველა საკითხს, რომელზეც არსებობს საკრებულოს მხრიდან კითხვები და გასარკვევი საკითხები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტორი: გიგლა აგულაშვილი 

დღის ამბები