გაჩეხილი ხეების საკითხს ყაზბეგის გამზირზე მერიის ზედამხედველობის სამსახური სწავლობს. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა რამდენიმე დარჩენილი, თუმცა სამუშაოების შეწყვეტამდე უკვე დაზიანებული ხის გადარჩენის შანსი უნდა შეაფასონ.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, პროკურატურის რეკომენდაციის საფუძველზე ნაწილობრივ მოჭრილი ხეების ტერიტორიიდან გადატან უნდა მოხდეს.
“20 რიცხვში პროკურატურამ გამოაგზავნა სარეკომენდაციო წერილი, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული ხეები შეიძლება წაიქცეს და გამოიწვიოს მოსახლეობის, როგორც ჯანმრთელობის, ასევე მათი ქონების დაზიანება და გაცემული იქნა რეკომენდაცია, შეგვესწავლა ხეების მდგომარეობა და მიგვეღო გადაწყვეტილება. ხეების მდგომარეობის შესწავლით მივიღეთ გადაწყვეტილება, მათი ტერიტორიიდან გატანის, რაც განხორციელდება“ - განაცხადა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი უკლებამ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი