19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ხეების მოჭრის განკარგულება - პასუხის გაცემა დღეს უწყების უშუალო ხელმძღვანელს მოუწევს

რატომ გასცა თბილისის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურმა ყაზბეგის 22-ში ხეების მოჭრის განკარგულება - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს უწყების უშუალო ხელმძღვანელს მოუწევს. ნინო სულხანიშვილი შეხვედრას დედაქალაქის მერიაში გამართავს.

მასთან შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბუნების დამცველთა წარმომადგენლები გეგმავენ.

“გამოსავალი არის ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ სამსახურის რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდეს ისეთი სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს თბილისში მიმდინარე პროექტების დროს, გარემოს დაცვითი ინტერესების დაცვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას,“ - აცხადებს მწვანე ალტერნატივას ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომისიის სხდომაზე დასმული იქნება საკითხი ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შორენა ბუხრაშვილის თქმით, რაც შეეხება პასუხისმგებლობების საკითხს, საქმე შესასწავლად პროკურატურაშია გადაგზავნილი.

პარალელურად, ამ დრომდე უცნობია როდის მივა დავით ნარმანია საკრებულოში. მოქმედი კანონმდებლობით, მას სხდომაზე დასწრებისთვის ვადა ორშაბათამდე აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები