პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა რიოს ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს, მიღებული შედეგისთვის. ოლიმპიური თამაშებიდან, სპორტსმენებმა 7 მედალი ჩამოიტანეს - აქედან 2 ოქროა. პრემიერმა ასევე, მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს.
დღესვე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა მადლობა გადახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს, ტერაქტის აღკვეთის გამო.