რთველისთვის მზადებას იწყებს კახეთი. თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. შტაბში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლის საშუალება ექნებათ, პროცედურის გავლა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებითაც.
კახეთში წელს სულ 200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ყურძნის ჩაბარება 100-მდე ქარხანაში მოხდება.
შტაბის გახსნას მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.