19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
გორელების მოსავალს რუსი ოკუპანტები იღებენ

მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ამჯერად გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში რუსული კომბაინი გამოჩნდა. ოკუპანტები იმ მოსავალს იღებენ, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. ამ დროის მონაცემებით, ოკუპანტებმა კიდევ დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს.

"წუხელ გვიან უკვე დაიწყო რუსების მხარემ ტექნიკით ამ მოსავლის აღება, სადაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ უშვებენ. როგორც ასეთი, რომ ან მავთულხლართი იყოს გაბმული, ან სადმე ახლოს ბანერი იყოს განლაგებულ, ასეთი აქ არ არის. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არ მისცეს ჩვენს მოსახლეობას თავისი კუთვნილი მოსავლის აღების და დაბინავების საშუალება. ჩვენი მხრიდან ყველა უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაყენებულია საქმის კურსში, რათა მოხდეს შემდგომი რეაგირება“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.    

დღის ამბები