19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი ხეების გაჩეხვის გამო, ეკოლოგიური სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვს

რა საფუძვლით გაიცა ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვის ნებართვა - ამ საკითხის გასარკვევად არასამთავრობო ორგანიზაციები და გარემოს დამცველები დღეს მერიაში გეგმავენ მისვლას. მესამე სექტორი თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსს შეხვდება.

სწორედ ნინო სულხანიშვილს და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გრძელდება. პარტიზანი მებაღეები უკვე მერვე დღეა შიმშილობენ.

“აუცილებლად დღის წესრიგში უნდა დადგეს ეკოლოგიური სამსახურის უფროსის გადადგომის საკითხი, სამსახურის რეორგანიზაციის საკითხი, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ნებართვების გამცემი ორგანო, არამედ უნდა იკვლევდნენ თბილისში მდებარე მწვანე საფარის მდგომარეობას და მისი ცვლილების შესაძლებლობას. ასევე, უნდა დადგეს თბილისი მერის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან ის არის ერთადერთი, რომელიც მთლიანად აგებს პასუხს დედაქალაქზე“ - განაცხადა მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები