13 წლის წინ გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედა გულნარა სარიშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რათა დროულად მოხდეს გამოძიებული მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი და დაისაჯონ ის ექიმები, რომლებმაც მკურნალობა ჩაუტარეს გიორგი ბოლქვაძეს.
გულნარა სარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს ამ საქმის გადავადება სამი წლის წინ სთხოვა და დღემდე არ აქვს საქმე დასრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილმკვდარი დედა სხვადასხვა ზომების მიღებით იმუქრება.