19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების ხელშეწყობის პილოტირების პროგრამა დაიწყო

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების ხელშეწყობის პილოტირების პროგრამა დაიწყო. შესაბამის დოკუმენტაციას ხელი ჯანდაცვის უწყებაში ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორმა, განათლების მინისტრის მოადგილემ და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა მოაწერეს.

მემორანდუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განათლებას და დასაქმებას ითვალისწინებს.

პროექტის პირველ ეტაპი თბილისში, გორში და ბათუმში დაიწყება. მოგვიანებით, შეზღუდული შესაძლებლობების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა სამეგრელოსა და იმერეთში ამოქმედდება.

დღის ამბები