19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"კონსტიტუცია ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი," - გიორგი მარგველაშვილი 

პრეზიდენტი პროექტ მე და კონსტიტუციის მონაწილეებს შეხვდა. კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტში მონაწილეები დააჯილდოვა. პროექტი 500-მდე საჯარო სკოლის მონაწილეობით ჩატარდა. 11 რეგიონიდან ერთმანეთს 102 გუნდი ეჯიბრებოდა. ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა, პრეზიდენტმა მათ საჩუქრები გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა დღეს ასევე 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც სპეციალურად სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კონსტიტუცია ჟესტების ენა შექმნეს.

“სახელმწიფო კონსტიტუცია, დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს. კონსტიტუცია ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, კონსტიტუცია შესაძლოა ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების, მშვიდობიანად განვითარების მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.    

დღის ამბები