პარტიზანი მებაღის ნატა ფერაძის განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლებსა და არსამთავრობო ორგანიზაციებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე თბილისის მერმა დავით ნამრანიამ, ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ვიფიქრეთ, რომ ვინმე ჭკვიანმა ურჩია, რომ ადეკვატურად მოიქცეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ გამოდგა. სრულიად ზოგად თემებზე იყო საუბარი. დიდი ყანწით ფიგურალურად დალიეს საკუთარი კარგად მოქცევის სადღეგრძელო. მოთხოვნებზე რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ კიდევ დავაფიქსირეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ თუ არ გადააყენებენ ორი სამსახურის უფროსს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ქალაქის მერმა მხდალმა დავით ნარმანიამ ჩვენი მეგობარი შეამკო სიტყვებით "გადი აქედან მაიმუნო ვირიშვილოო" ეს არ არის ადეკვატური მთავრობა,"- აცხადებს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე.
შეხვედრა ნატა ფერაძესთან ერთად დატოვეს სხვა მოძრაობებისა და არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ "ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის."