19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ტერორისტული დანაშაულისთვის ბრალდებულებთან გლდანის ციხეში ადვოკატები მივიდნენ

ტერორისტული დანაშაულისთვის ბრალდებულებთან გლდანის ციხეში ადვოკატები მივიდნენ. დაკავებულების ინტერესების დამცველებმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების შემდეგ მოინახულეს. იურისტების ნაწილმა საპატიმრო უკვე დატოვა.

“თუ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია, ყურადღებას არ მიაქცევს ამ საქმის რეზონანსულობას და იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ  სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ბუნებრივია კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში ლევან მამფორიას  მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა ლევან მამფორიას ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები