მერიის წინ აქცია არ შეწყდება. დღეს ადგილზე ისევ სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
უშედეგო გამოდგა მოლაპარაკებების მცდელობა თბილისის მერთანაც. ნარმანია მესამე სექტორის მოთხოვნებს არ იღებს და შესაბამისად შეხვედრის მონაწილეების ნაწილმაც სათათბირო ოთახი პროტესტი ნიშნად დატოვა.
მაგიდის მეორე მხარეს მერიის მიერ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები ისხდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მწვანე ნარგავების მასობრივი გახმობა დედაქალაქში არა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების დაუდევრობის, არამედ გლობალური დათბობის ბრალია, თუმცა ეს არგუმენტი არასამთავრობოებისთვის ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რის გამოც სექტორის ერთ-ერთ წარმომადგენელმა თბილისის მერიოსგან სიტყვიერი შეურაცხყოფაც დაიმსახურა.
მერმა დრეს ერთ-ერთ სტუმარს არასათანადოდ მიმართა და მას "მაიმუნი ვირიშვილი უწოდა" მანამდე კი დავით ნამრანიამ, რამდენჯერმე იკითხა სტუმრის ვინაობა და ამასთან ერთად ხელი მაგიდაზე რამდენჯერმე დააბრახუნა.
საკრებულოს თავმჯდომარემ კი თბილისში 45 ხის მოჭრის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.