ერთი ადამიანი დაშავდა ავარიის შედეგად ქუთაისში - შემთხვევა პარლამენტის შენობასთან მოხდა. ერთმანეთს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ ოპელის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანა. საქმის ძიება უკვე დაიწყეს სამართალდამცველებმა.