ამ წუთებში ყაზბეგის 22 ნომერში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათთან ერთად ტერიტორიაზე სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებიც მივიდნენ.
როგორც ექსპერტებმა განმარტეს, ხეების კვლევის მოთხოვნით გამოძიებამ მათ სამი დღის წინ მიმართა. მათ უნდა დაადგინონ მოიჭრა თუა არა ჯანსაღი ხეები.
პარალელურად, პირველი კომენტარი გააკეთა პროკურატურამ. რომელმაც აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხა რამდენიმე პირი, თუმცა არ დააკონკრეტა დაკითხულთა შორის არის თუ არა გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი.
გამოძიების დეტალებზე პროკურორი საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა