19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.  

მიმინოშვილის განცხადებით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 

მისივე თქმით, დღეს უკვე აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ჩარიცხვებისა და საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებს.

„41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცდების შემდეგ დაახლოებით 3 ათასამდე აბიტურიენტი კონკურსს უკვე გამოეთიშა.  მონაწილეობას 37 ათასზე მეტი აბიტურიენტი იღებდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 ათასზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი,“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დღის ამბები