19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ციური სხეული ჩვენს პლანეტაზე დიდი ზომისაა და 7,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული იმ ვარსკვლავთან, რომლის გარშემოც ბრუნავს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზესთან ახლოს მდებარე ვარსკვლავის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ახლადაღმოჩენილ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობდეს. ე. წ. პლანეტა პროქსიმა 40 ტრილიონი კილომეტრითაა დაშორებული და კოსმოსურ ხომალდს მასთან მისაღწევად რამდენიმე ათასი წელი დასჭირდება.

დღის ამბები