19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ნარმანიას არასამთავრობო ორგანიზაციები ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ

თბილისის მერს გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ მესამე სექტორი ღიად დაუპირისპირდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მერმა შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ თითოეულ მოქალაქეს მიაყენა. ბოდიშის მოხდის მოთხოვნით მესამე სექტორი ხელმოწერებს აგროვებს.

"ნურავის ნუ ეგონება, რომ ერთ ადამიანს მიმართა ასე, თითოეულ ჩვენგანს მოგვმართა მან. თავს მისცა უფლება, რომ ამ ტონით ესაუბრა მოქალაქესთან. ამას ყველა თავმოყვარე ადამიანი უნდა გაემიჯნოს და ბოდიში მოიხადოს,"- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი 

 

დღის ამბები