საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს გულშემატკივრებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებიც დახვდნენ. განსაკუთრებული ემოციები ორი ოლიმპიური ჩემპიონის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ლაშა ტალახაძის გამოჩენამ გამოიწვია.
ყველაზე წარმატებული რიოს ოლიმპიადა, ქართველი მოჭიდავეებისთვის გამოდგა. ხინჩეგაშვილის გარდა, მედლები გენო პეტრიაშვილმა და შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვეს. ასევე ისტორიული გამოდგა წლევანდელი ოლიმპიადა ქართველი ძალოსნებისთვის, რომლებმაც ერთ წონაში ორი მედალი მოიპოვეს.
რიოს ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოში 38-ე, ევროპის ქვეყნებში კი მე-19 ადგილი დაიკავეს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.