ექსპერტები და კრიმინალისტები მუშაობდნენ დღეს დილიდან ყაზბეგის გამზირზე. 22 ნომერში, იქ სადაც ხეები მოჭრეს, პროკურატურის და სამხარაულის ბიუროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ვითარებას ეცნობოდნენ.
უწყებების წარმომადგენლებს კონკრეტული ინფორმაცია არ გაუხმაურებიათ, თუმცა ირკვევა, რომ მათ ადგილზე სინჯები აიღეს. პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, გამოძიება საქმეზე გრძელდება და უკვე დაიკითხა რამდენიმე პიროვნება.