თბილისის მერიასთან მოშიმშილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი კვლავ შეუძლოდ გახდა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შიმშილობიდან მესამე დღეს ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა, ჯანმრთელობის გაურესების გამო შესაძლოა, შიმშილობა შეწყვიტოს. თუმცა, პარტიზანი მებაღეების განმარტებით, სავარაუდოდ, მოშიმშილის ორგანიზაციის სხვა წევრით ჩანაცვლება მოხდება.
ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა პარტიზანი მებაღეების მიერ 7 საათზე დედაქალაქის ადმინისტრაციასთან დაანონსებული კიდევ ერთ აქცია.
ორგანიზაციის წევრები ამ წუთებში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.