ამ წუთებში ხმაურია თბილისის მერიასთან. მუნიციპალიტეტის შენობასთან პარტიზანი მებაღეები არიან შეკრებილი და კარვის დადგმას ცდილობენ. მათ ამის საშუალება მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რამდენიმე წუთის წინ მოხდა მცირე შეტაკება, რასაც წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.
რამდენიმე წუთში ცნობილი უნდა გახდეს, რა ფორმით გააგრძელებენ ბრძოლას პარტიზანი მებაღეები.