13 ივნისის სტიქიისადმი მიძღვნილი ქვაფენილი, რომელიც მზიურში ორი თვის წინ ბავშვებმა მოხატეს, აღარ არის. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ფერადი ქვაფენილი აყარა და მის ნაცვლად ნაცრისფერი ბილიკი დააგო.
დავით ნარმანიას განცხადებით, ფერადი ბილიკი აქციის ფარგლებში გაკეთდა და ის მზიურის რეაბილიტაციის პროექტში არ ჯდება, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
"ეს იყო იქ დროებითი აქციის ფორმით და არა ფუნდამენტურად, ახლა კი პროექტის მიხედვით კეთდება,"- აცხადებს ნარმანია.